Jotform-ი მომხმარებელთა აღმოჩენისა და მოზიდვის ახალ სტრატეგიას ქმნის

Jotform-მა ChatGPT-რეკლამები გამოიყენა, რომ რეალური განზრახვის მქონე აუდიტორიაზე გასულიყო და მოეზიდა სამიზნე მომხმარებლები, როცა ისინი ქმნიან ფორმებს, აგროვებენ ლიდებს და სამუშაო პროცესების ავტომატიზაციას ახდენენ.

ახლავე დაწყება
Jotform-ის ლოგო ნარინჯისფერ გრადიენტულ ფონზე

10 %-ზე მეტი

დაწკაპუნებებისა, რომლებიც ChatGPT-რეკლამებიდან მომდინარეობს, რეგისტრაციად გარდაიქმნა

60 %-ით

ნაკლები ხარჯი ერთ რეგისტრაციაზე სოციალური ქსელებისთვის განკუთვნილ ფასიან რეკლამასთან შედარებით, ხოლო ფასიან ძიებასთან შედარებით — 30 %-ით ნაკლები

სტატიის მოსმენა6:00

ვიკვლევთ ახალ არხს, სადაც სამუშაო პროცესის განზრახვა ყალიბდება

2006 წლიდან Jotform ონლაინფორმების შექმნის ხელსაწყოდან გადაიქცა ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილ სამუშაო პროცესების ავტომატიზაციის პლატფორმად, რომელსაც 40 მილიონზე მეტი ადამიანი იყენებს. 20 000-ზე მეტი მზა შაბლონით Jotform-ი მრავალფეროვან ბიზნესსაჭიროებებს აკმაყოფილებს, დაწყებული ლიდების შეგროვებით, რეგისტრაციითა და გადახდებით და დამთავრებული შეთანხმებებითა და დამტკიცებებით. სწორედ ასეთი ფართო შესაძლებლობები ქმნის მთავარ მარკეტინგულ გამოწვევას: Jotform-ი მხოლოდ ერთი კატეგორიის პროდუქტს კი არ წარადგენს, არამედ ხალხს ეხმარება იმის გაგებაში, როგორ შეიძლება მოერგოს მისი პროდუქტები სამუშაო პროცესებს, რომელთა შექმნას, ავტომატიზებასა და გაუმჯობესებასაც ისინი უკვე ცდილობენ.

Jotform-ი ენთუზიაზმით შეხვდა შესაძლებლობას, ChatGPT-რეკლამების მეშვეობით გამოჩენილიყო პლატფორმაზე, სადაც მომხმარებლები უკვე ასრულებენ ყოველდღიურ დავალებებსა და სამუშაო პროცესებს. ამ არხისთვის გუნდს ორი მიზანი ჰქონდა: პირველ რიგში, ბრენდის ცნობადობის გაზრდა და რეალური განზრახვის მქონე აუდიტორიისთვის Jotform-ის გაცნობა ზუსტად მაშინ, როცა მათ ონლაინფორმის შექმნა, პოტენციური ლიდების შეგროვება, გადახდების მიღება, ელექტრონული ხელმოწერის მოთხოვნა ან სამუშაო პროცესის ავტომატიზება სჭირდებათ; მეორეც, სამიზნე მომხმარებლების მოზიდვა და თითოეული მათგანის საჭიროების დაკავშირება Jotform-ის შესაბამის პროდუქტთან.

“დიალოგის რეჟიმში გადაწყვეტების ძიება ცვლის ზრდის საწყის წერტილს. აღარ გვიწევს ლოდინი, სანამ ადამიანი კონკრეტული პროდუქტის ან საკვანძო სიტყვის ძიებას დაიწყებს. ChatGPT-რეკლამების მეშვეობით Jotform-ი სწორედ მაშინ ჩნდება, როცა მომხმარებელი აღწერს, რა საქმის შესრულება სურს, და ეხმარება მას, რომ განზრახვიდან პირდაპირ გადავიდეს ფორმაზე, რომელიც მზადაა გამოსაყენებლად.”

—ევრენ ბაირაქტარი, Jotform-ის ვიცე-პრეზიდენტი განვითარების საკითხებში

ჩარჩოს შექმნა ექსპერიმენტების ჩატარებისთვის

Jotform-ისთვის ChatGPT-რეკლამები იყო სტრუქტურირებული ექსპერიმენტი და არა ტრადიციული სარეკლამო მიდგომის გაგრძელება. ვინაიდან დიალოგური ხელოვნური ინტელექტი ტრადიციული ონლაინრეკლამისგან განსხვავებულ გამოცდილებას ქმნის, გუნდს სურდა, გაეგო, გამოყენების რომელი სცენარები იყო ამ არხში ეფექტიანი და მიღებული მიგნებებით დროთა განმავლობაში ჩამოეყალიბებინა სტრატეგია.

Jotform-მა კამპანიები სამ ძირითად ჯგუფად დაყო: ზოგადი კამპანიები, რომლებიც აუდიტორიას Jotform-ის ფართო ღირებულებით შეთავაზებას აცნობდა; ბრენდული კამპანიები; და გამოყენების სცენარებზე ორიენტირებული კამპანიები, რომლებიც მომხმარებელთა კონკრეტულ საჭიროებებს, სამუშაო პროცესებსა და ბიზნესსცენარებს ეფუძნებოდა.

პლატფორმის განვითარებასთან ერთად, გუნდმაც დახვეწა კამპანიების სტრატეგია. საწყისი მაჩვენებლების დასადგენად Jotform-მა მოცვის კამპანიები ჩაატარა თავდაპირველად, შემდეგ საიტზე მეტი ტრაფიკის მოსაზიდად დაწკაპუნებების კამპანიებზე გადავიდა (როცა ისინი ხელმისაწვდომი გახდა), სულ ახლახან კი კონვერსიების კამპანიებიც დაამატა რეგისტრაციების მხრივ ოპტიმიზაციისთვის.

Jotform პარალელურად ტესტავდა რამდენიმე სამომხმარებლო სცენარს, მათ შორის კამპანიებს, რომლებიც მომხმარებლებს სპეციალურ სამიზნე გვერდებზე ამისამართებდა, და სცენარებს, რომლებშიც მომხმარებლებს ChatGPT-ში Jotform-ის პლაგინით ონლაინფორმების შექმნა, რედაქტირება და გაანალიზება შეეძლოთ. თავიდანვე მიზანი იყო ის, რომ შექმნილიყო ტესტირების, გაზომვის, სწავლისა და დახვეწის განმეორებითი ციკლი, რომელიც პლატფორმის განვითარების კვალდაკვალ ოპტიმიზაციის შესახებ უფრო დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღებას შეუწყობდა ხელს.

რეკლამის ნიმუშში ნაჩვენები Jotform-ის განაცხადის ფორმა
Jotform-ის ლოგოJotformრეკლამა

განაცხადის უფასო ონლაინფორმა

უფასოდ შექმენით განაცხადის ფორმა რამდენიმე წუთში პროგრამირების გარეშე

ეფექტიანობის ზრდა უწყვეტი ოპტიმიზაციის მეშვეობით

აპრილში პირველი კამპანიების გაშვების მომენტიდან Jotform-მა 100-ზე მეტი ოპტიმიზაცია განახორციელა სხვადასხვა მიმართულებით, რომელთა რიცხვშია კამპანიის პარამეტრები, ფასის შეთავაზების სტრატეგიები, სარეკლამო ბლოკები, კონვერსიის მოვლენები, სარეკლამო გზავნილები, აუდიტორიისთვის ჩვენების მექანიზმები, სარეკლამო მასალები და სამიზნე გვერდები.

ყველაზე მნიშვნელოვანი გაუმჯობესებები მიზანმიმართული ექსპერიმენტების შედეგი იყო: გამოყენების სცენარების კამპანიებისთვის სამიზნე გვერდების ოპტიმიზაციამ რეგისტრაციის მაჩვენებელი 2,5-ჯერ გაზარდა; მოცვაზე ორიენტირებული კამპანიებიდან დაწკაპუნებებზე ორიენტირებულ კამპანიებზე გადასვლამ თითო დაწკაპუნების ღირებულება 4-5-ჯერ შეამცირა მომხმარებელთა მოზიდვის ხარისხის გაუარესების გარეშე; სარეკლამო მასალების გამრავალფეროვნებამ და დახვეწამ კი დაწკაპუნებადობა 65 %-ით გაზარდა.

ოპტიმიზაციის შედეგები ახლა უკვე როგორც კონვერსიის მაჩვენებლებში, ისე ხარჯების ეფექტიანობაში აისახება. ChatGPT-რეკლამებიდან მიღებული დაწკაპუნებების 10 %-ზე მეტი დასრულდა რეგისტრაციით. ერთი რეგისტრაციის ღირებულება ფასიან ძიებასთან შედარებით დაახლოებით 30 %-ით ნაკლებია, ხოლო სოციალურ ქსელებში ფასიან რეკლამასთან შედარებით — 60 %-ით ნაკლები. არხი ხარჯების მხრივაც იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს: ერთი დაწკაპუნების ღირებულება სოციალურ ქსელებში ფასიანი რეკლამის ანალოგიურია, ხოლო არასაძიებო ფასიან რეკლამასთან შედარებით — 40 %-ზე მეტით ნაკლები.

ეს შედეგები ცხადყოფს, რომ თანდათანობითი გაუმჯობესებები დროთა განმავლობაში დაგროვებით ეფექტს იძლევა. მაგალითად, ფასიანი ტრაფიკი 3,4-ჯერ გაიზარდა ყოველთვიური ინვესტიციის უცვლელობის პირობებშიც კი. მთლიანობაში, ამ გამოცდილებამ Jotform-ს განუმტკიცა იმის რწმენა, რომ მდგრადი ზრდა იშვიათად არის რომელიმე ერთი კონკრეტული გარღვევის შედეგი და იგი მიიღწევა მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებითა და მომხმარებლების მოზიდვის თითოეული ეტაპის უწყვეტი გაუმჯობესებით.

“ეფექტიანობის ზრდის გარდა, მოწინავე პლატფორმაზე რეკლამის განთავსება საოცარი გამოცდილებაა. ChatGPT-სთან Jotform-ის ასოცირება ჩვენს ბრენდს ყურადღების ცენტრში აქცევს თანამედროვე ტექნოლოგიების ყველაზე ინოვაციურ სივრცეში.”

—ჩად რიდი, Jotform-ის ვიცე-პრეზიდენტი მარკეტინგის საკითხებში

ChatGPT-რეკლამების გადაქცევა მომხმარებელთა მოზიდვის არხად

ეფექტიანობის მაჩვენებლების მიღმა Jotform-მა უკეთ გაიაზრა, რა ადგილი შეიძლება დაიკავოს ChatGPT-რეკლამებმა მომხმარებელთა მოზიდვის უფრო ფართო სტრატეგიაში. ამ გზის თითოეული ეტაპი გუნდს დაეხმარა, დაეხვეწა არა მხოლოდ კამპანიები, არამედ წარმოდგენებიც მომხმარებლის განზრახვის, გზავნილის რელევანტურობისა და იმ როლის შესახებ, რომელიც დიალოგურ ფორმატში გადაწყვეტების ძიებამ შეიძლება შეასრულოს სხვა უფრო დამკვიდრებულ სარეკლამო არხებთან ერთად. Jotform-ი ChatGPT-რეკლამებს ამ არხების უშუალო ჩამნაცვლებლად კი არ განიხილავს, არამედ განსხვავებულ გარემოდ, რომელიც აქტიური საჭიროების მომენტში ახალ შესაძლებლობებს ქმნის შესაბამის გადაწყვეტებთან მომხმარებლების დაკავშირებისთვის.

სამომავლოდ Jotform-ი გეგმავს, განაგრძოს იმის გამოცდა, თუ რომელი გზავნილები, გამოყენების სცენარები და მომხმარებლის გზები უზრუნველყოფს შედეგების გაუმჯობესებას მომხმარებელთა მოზიდვის მხრივ, მეტ ეფექტიანობასა და მომხმარებელთა ბაზის ზრდას. გუნდის აზრით, ChatGPT-რეკლამები საინტერესო შესაძლებლობაა, რომელიც ხალხს Jotform-ის სათანადო პროდუქტის აღმოჩენაში დაეხმარება, როცა მათ დასჭირდებათ ონლაინფორმის შექმნა, ელექტრონული ხელმოწერების შეგროვება, დამტკიცებების ავტომატიზება ან მრავალეტაპიანი სამუშაო პროცესების აწყობა.

*თითო დაწკაპუნებისა და რეგისტრაციის ღირებულების შედეგები ეფუძნება Jotform-ის კამპანიის შიდა მონაცემებს, რომლებიც შეგროვდა 2026 წლის 1-31 ივლისის პერიოდში. შედეგები შეიძლება ვარირებდეს.

განათავსეთ რეკლამა ChatGPT-ში

მიაწვდინეთ ხმა ხალხს ChatGPT-ში ბუნებრივად ჩაშენებული შესაფერისი რეკლამებით, როცა ისინი იკვლევენ და ერთმანეთს ადარებენ ვარიანტებს და იღებენ გადაწყვეტილებებს.

ახლავე დაწყება